ამერიკის შეერთებული შტატები ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შესაძლო შეხვედრის წინ, იაპონიაში ძლიერ საომარ ხომალდს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას FOXNEWS ავრცელებს.
„ხომალდი ხელს შეუწყობს წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას გაძლიერებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობის შემოტანით“,_ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების განცხადებაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხომალდის გამოჩენა აჩენს ეჭვებს, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა არ მოხდება, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ გააპროტესტა აშშ-ს და სამხრეთ კორეას ერთობლივი სამხედრო წვრთნები.
როგორც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, დაინტერესებულები არ იქნებიან შეხვედრით, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით იგივე პოზიცია ექნება.
როგორც ცოტა ხნის წინ ტრამპმა განაცხადა, ბირთვული იარაღისგან ზონის გათავისუფლება რეგიონში კიმის დინასტიის დასასრული იქნება.