აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ევრილ ჰეინსი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, ჰეინისს მხარი სენატის 84-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 წავიდა.
2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო.
CNN-ის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურის გაჭიანურება გამოიწვია არკანზასის შტატის „რესპუბლიკელი“ სენატორის ტომ კოტონის პროტესტმა, რომელიც კენჭისყრის გამართვაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ არ მიიღო წერილობითი პასუხი ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც ავრილ ჰეინესს კონგრესში გამართული მოსმენის დროს დაუსვეს.
ცნობისთვის, ავრილ ჰეინესი პირველი ქალია, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმსახურებს.