აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო სურსათის ფასების ზრდასთან საბრძოლველად ყველა არსებული სამართალდამცავი ინსტრუმენტის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ტოდ ბლანშმა 4 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, _ იუწყება Reuters.
ბლანშის თქმით, გამოძიების ფარგლებში პროკურორებმა უკვე გადახედეს 3 მილიონზე მეტ დოკუმენტს და ჩაატარეს მრავალი გამოკითხვა. მან, ასევე, დააანონსა „ისტორიული შეთანხმება“, რომელიც გავლენას მოახდენს ცილოვანი პროდუქტების ფასებზე.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ საქონლის ხორცის მზარდ დეფიციტს განიცდიდა: 2020 წლიდან ერთი ფუნტი დაფქული საქონლის ხორცის ფასი 45%-ით გაიზარდა – თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საერთო ინფლაცია.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, არასაკმარისი ინვესტიციების გამო, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა, ტრამპის ახალი ტარიფების შემდეგ კკი ჩნდება საფრთხე, რომ აშშ-ს ბაზარზე იმპორტირებული ხორცი ვეღარ შევა.



































































