აშშ-ის კონგრესის შენობიდან, სადაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმების პროცესი შეწყვიტა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
კონგრესის ორივე პალატის შეკრების პარალელურად ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ. აშშ-ის დედაქალაქში პოლიციასთან ერთად ეროვნული გვარდიის დანაყოფებიცაა მობილიზებული.































































