დღეს საქართველოში აშშ-ის ნაჩუქარი Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება.
აცრის გასაკეთებლად 142 000-ზე მეტი მოქალაქეა დარეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 37 ამცრელი პუნქტი. მობილიზებულია დამატებითი ამცრელი ბრიგადები.
ვინც „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირება ვერ მოახერხა, პორტალზე ადგილები ორი დღის განმავლობაშიც დაემატება.