აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკა. ინფორმაციის CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ, სავარაუდოდ, არღვევს შეერთებული შტატების კონსტიტუციას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს არ შეუძლია შეწყვიტოს USAID-ს კონტრაქტები ან გრანტები, გაათავისუფლოს ან დატოვოს შვებულებაში თანამშრომლები.
სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა თეთრი სახლი.
როგორც თეთრი სახლის პრესპსიკერი, ანა კელი ამბობს, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.