შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
„პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს კიდევ ერთხელ გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიით“, _ წერს შოლე პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე).
„მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობას სურს“, _ აცხადებს იგი.