აღმოჩნდა, რომ მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავეობის ყველაზე მაღალი დონეა.
დადგინდა, რომ გასულ წელს სენტ-ლუისში, სადაც 357 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, ყოველ 100 ათას მოსახლეზე 2 070 დანაშაული მოდიოდა. ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო მონაცემი კი 429-ის ტოლია. სენტ-ლუისი უკვე 2020 წელს მიიჩნიეს ყველაზე საშიშ ადგილად ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კრიმინალური რეიტინგით მეორე ადგილზე ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქი კემდენია. ხუთეულში აღმოჩნდნენ დეტროიტი და ფლინტი – მიჩიგანის შტატიდან და კალიფორნიის შტატიდან ქალაქი ოკლენდი.
უკვე მეორე წელია, ამერიკის ყველაზე უსაფრთხო ადგილად ნიუ-იორკის შტატის ქალაქი კოლონია აღიარებული.
კრიმინალური რეიტინგი ყოველწლიურად გამოითვლება, ოღონდ, იმ ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა 75 ათასს აჭარბებს. წლევანდელ, რიგით მე-17 კვლევებს, საფუძვლად ედება ამ ქალაქებში მომხდარი დანაშაულების აღრიცხვა, რომელსაც კვლევით ჯგუფს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო აწვდის. დანაშაულთა სიაში შედის ისეთი კანონდარღვევები, როგორიცაა: მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა, სასტიკი ცემა, გაქურდვა გატეხვით და ავტომობილის გატაცება.
ავტორი