აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ. დ. ვენსის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ დონალდ ტრამპი არ უნდა გაეკრიტიკებინა და ეს მხოლოდ საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. ამის შესახებ მან Daily Mail-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, _ იუწყება meduza.io.
„ვინც დონალდ ტრამპს იცნობს, გეტყვით, რომ ზელენსკის იდეა, შეაცვლევინოს აშშ-ს პრეზიდენტს აზრი მედიაში შეურაცხყოფის გზით, საშინელი მეთოდია ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან საქმის წარმართვისთვის“, _ თქვა ვენსმა.
ვენსს მიაჩნია, რომ ზელენსკიმ “ცუდი რჩევები” მიიღო იმის შესახებ, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან.
„ჩვენ გვიყვარს უკრაინელი ხალხი, ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ჯარისკაცების სიმამაცით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს.
ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა. ეს არ ემყარება რუსულ დეზინფორმაციას. ეს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპს ძალიან კარგად ესმის გეოპოლიტიკა და აქვს ძალიან მკაფიო შეხედულებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, _ დაასკვნა ვიცე-პრეზიდენტმა.