ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკოს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის დატოვება გაეროს ოჯახისთვის და მულტილატერალიზმისთვის დანაკარგია.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებუოლმა შტატებმა თავისი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო წვლილის შეტანა იუნესკოში 2011 წელს პალესტინელებისთვის სრული წევრობის მინიჭების გადაწყვეტილების გაპროტესტების ნიშნად შეწყვიტა.