ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს რუსეთისგან საბრძოლო თვითმფრინავის და სარაკეტო სისტემის შეძენის გამო სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა სანქციების მოხსნას ითხოვს.
როგორც ცნობილია, სანქციები ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტზე, იარაღსა და აღჭურვილობაზე პასუხისმგებელ სამხედრო ფილიალზე, მის დირექტორზე და რუსეთის იარაღის ექპორტიორზე ვრცელდება.