18 თებერვალს, დილით, საუდის არაბეთში, ქალაქ ერ-რიადში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მხარეები განიხილავენ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მზადებას და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მომზადებას.
დელეგაციების შემადგენლობა, სავარაუდოდ, სიმეტრიული იქნება: საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელები (მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი), პრეზიდენტების საგარეო პოლიტიკის მრჩევლები (მაიკლ ვალცი და იური უშაკოვი), საგარეო დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები (ჯონ რატკლიფი და სერგეი ნარიშკინი), პლუს თითო ბიზნესმენი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მოირგეს დიპლომატის როლი (სტივ უიტკოფინ და კირილ დმიტრიევი).
აღსანიშნავია, რომ ერ-რიადის მოლაპარაკებებში არ მიიწვიეს არც უკრაინის დელეგაცია და არც რომელიმე ევროპული ქვეყნის.