REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად რუსეთის დელეგაციის რამდენიმე წევრს ვიზა არ მისცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად აფასებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან განიხილავს.