ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეთანხმება.
ინფორმაციისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება ” აშშ-ს მტკიცე ვალდებულება ნატოსადმი”.
“ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ნატო-ს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ასევე 2021 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამები დეტალურად აღწერს მათ გზას წევრობისკენ.
საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (EOP) წევრები, რაც ამაღლებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან ერთად”,_ ნათქვამია განცხადებაში.