აშშ-მექსიკის საზღვარი მსოფლიოს ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი სახმელეთო მარშრუტია – ამის შესახებ გაეროს მიგრაციის სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი, სადაც ვკითხულობთ, რომ აშშ-მექსიკის საზღვრის გადალახვისას, მხოლოდ 2022 წელს, მიგრაციის საერთაშორისო სააგენტომ აშშ-მექსიკის საზღვარზე 686 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა.
თუმცა, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მაჩვენებლი გაცილებით საგანგაშოა, რადგან, სავარაუდოა, რომ დაღუპული მიგრანტების ნაწილი არ არის ასახული მექსიკის სახელმწიფო სააგენტოს სატისტიკაში, საიდანაც მიგრაციის სააგენომ ინფორმაცია მიიღო.