აშშ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
მისი თქმით, კადიროვისთვის საქციების დაწების მიზეზია, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.
,,ჩვენ სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევბზეა პასუხისმგებელი. სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალადობის მუქარას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მხრიდან ორ ჟურნალისტთან მიმართებაში, რომელებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაციის აშუქებდნენ“,- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.