57 000-ზე მეტმა მიგრანტმა 2020 წლისთვის, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2020 წლის 5 იანვრიდან ამერიკაში მცხოვრებ ჰონდურასელ მიგრანტებს მინიჭებული დროებითი დაცვის სტატუსი უუქმდებათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჰონდურასის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში კი აცხადებს, რომ ქვეყანას არ შეუძლია ათასობით ადამიანის რეპატრიაცია მოახდინოს.
“ეს ოჯახები 20 წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობენ და მათი ინტეგრაცია ქვეყანაში ადვილი არ იქნება, თუკი დაბრუნდებიან”, _ განაცხადა ელჩმა.