ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
“ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც ამას დასჭირდება.
დღეს ადრე, თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს თხოვნით ესაუბრა. ჩვენმა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანი უარვყოფთ რუსეთის გამჭვირვალედ ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად საკუთარ ტერიტორიაზე. მსოფლიო დაინახავს ნებისმიერ მცდელობას, გამოიყენოს ეს ბრალდება ესკალაციის საბაბად. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს მათი საერთო გადაწყვეტილება, გააგრძელონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესიული ომის პირობებში”,_ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.