ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი გამოეხმაურა.
რიაბკობმა სანქციებს აბსურდული უწოდა და დასძინა, რომ ამის არანაირი სამართლებრივი ან პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს.
რიაბკოვმა დასძინა, რომ ამგვარი ნაბიჯის მიზეზი კრიზისი იქნება აშშ-ს უსაფრთხოების საბჭოში. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო “ინტერფაქსი” იუწყება.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააფრთხილა რუსეთი და ჩინეთი, რომ არ უგულებელყონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული სანქციები.




























































