აშშ აპირებს გერმანიიდან თითქმის 12,000 სამხედროს გაყვანას.
როგორც BBC იუწყება, დაახლოებით 6.400 ჯარი გაიგზავნება სახლში, დანარჩენი სხვა ნატო-ს სხვა ქვეყნებში გადაადგილდებიან, მაგალითად, იტალიაში, ბელგიასა და პოლონეთში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის საპასუხო რეაქცია გერმანიასთან, რომელიც ვერ აკმაყოფილებს პირობებს ნატო-ს თავდაცვის ხარჯების შესახებ.
გადაწყვეტილება გააკრიტიკეს გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ეს ”შეასუსტებს ნატო-ს ალიანსს”.