ამერიკელი იმუნოლოგი, ფიზიკოსი და აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და თეთრი სახლის კორონავირუსზე მომუშავე ჯგუფის წევრი, თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ფაუჩიმ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაბალი რისკის შემცველი კონტაქტი ჰქონდა თეთრი სახლის თანამშრომელთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.
დაბალი რისკი ნიშნავს, რომ ის არ იმყოფებოდა ახლო კონტაქტში იმ პირთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.