ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ახალი ტექნოლოგიების საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული საბჭო ამერიკის შეერთებული შტატების ტექნოლოგიური სისტემების მოდერნიზებას ისახავს მიზნად.
„ამერიკელები მთავრობისგან უკეთეს ციფრულ მომსახურებას იმსახურებენ. ფედერალურმა მთავრობამ მოდერნიზებული უნდა გახადოს და გააუმჯობესოს ციფრული სერვისების მიწოდება“,_ ნათქვამია ბრძანებაში.
როგორც ცნობილია, ტრამპმა გაპრეზიდენტებამდე Apple Inc-ის, Facebook Inc-ის, Alphabet Inc-ის, IBM Corp-ის, Micrtosoft Inc-ის და Tesla Inc-ის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრები გამართა.