ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოქრუაშვილის დაპატიმრება ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას.
„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.