ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს აფრთხილებს.
„აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში. შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის“,_ წერია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.


































































