ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ელაპარაკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
“ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციების და უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილის მქონე ადამიანებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეებს, მშვიდობიანი პროტესტი”,_ წერს შოლე ტვიტერზე.
Spoke with Georgia’s Prime Minister @GharibashviliGe on protests and draft foreign agents laws, which are against people of 🇬🇪’s desire for European integration and democratic development. We call on the government to protect peaceful assembly and protestors to protest peacefully
— Derek Chollet (@CounselorDOS) March 9, 2023