უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს კიევში შეხვდა. ბლინკენი უკრაინაში დღეს ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტი Twitter – ზე წერს, რომ ის მადლობას უხდის აშშ-ის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის.
“მოლაპარაკებები ენტონი ბლინკენთან დასრულდა. ვაფასებ პერსონალურ ჩართულობას უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დეესკალაციაში. მადლობელი ვართ აშშ-ის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ არ იქნება გადაწყვეტილება უკრაინაზე უკრაინის გარეშე”,– წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ცნობისთვის, უკრაინიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, პარასკევს ჟენევაში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
შეხვედრების განხილვის თემა უკრაინის საზღვართან არსებული ვითარება იქნება
[sexy_author_bio]