ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ The Nbcnews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შტორმის შედეგად დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.
შტორმმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა შენობა-ნაგებობები, ათი ათასობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სინოპტიკოსების ცნობით, შტორმი ჩრდილოეთით მიემართება.