,,აშშ-ს სენატმა დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სასამართლო განხილვა კონსტიტუციურია“, _ ამის შესახებ BBC წერს.
როგორც გამოცემა წერს, 56 სენატორი, მათ შორის 6 რესპუბლიკელი ფიქრობს, რომ პროცედურა კონსტიტუციას არ არღვევს, ხოლო 44 რესპუბლიკელი კი წინააღმდეგ იყო.
როგორც BBC წერს, ტრამპის იმპიჩმენტის 10 თებერვალს გაგრძელდება. მხარეები შესავალი დებატებით გამოვლენ, თითოეულ მათგანს ამისთვის 16 საათამდე დრო ექნება. ტრამპი სენატში გამოსვლას არ გეგმავს, მის პოზიციას ადვოკატები წარადგენენ. თუ სენატის წევრები ტრამპს დამნაშავედ მიიჩნევენ, ის მომავალში სახელმწიფო თანამდებობებს ვერ დაიკავებს. ყოფილი პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობისთვის სენატორთა ორი მესამედის, ანუ 67-ის ხმა არის საჭირო.
ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ არაკონსტიტუციურია ყოფილი პრეზიდენტის საქმის წარმართვა და დემოკრატები პოლიტიკურ მოტივაციაში დაადანაშაულეს.
ცნობისთვის, ტრამპს დემოკრატები 6 იანვარს, კაპიტოლიუმის წინ გამართულ აქციაზე, როდესაც დემონსტრანტები კონგრესში შეიჭრნენ, ”აჯანყების გაღვივებაში” ადანაშაულებენ.
11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა. იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი ერთი მუხლისგან შედგება, რომელშიც დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.