აშშ-ში დეტროიტის საავადმყოფოს ერთ-ერთ ექიმს ბრალი წაუყენეს გოგოების წინდაცვეთასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს სასამართლო ისტორიაში პირველი ასეთი საქმეა, იუწყება BBC.
პროკურორის თქმით, ექიმი ჯუმან ჰაგარვალა ამ ბარბაროსულ ოპერაციას უკეთებდა 6-დან 12 წლამდე გოგოებს. თუ მას დამნაშავედ სცნობენ, სამუდამო პატიმრობა ელის. ექიმი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა პროკურორის თქმით, ის კლიენტებს, რომლებიც სხვა შტატებიდან მასთან ჩადიოდნენ, თხოვდა, ოპერაციების შესახებ არაფერი ეთქვათ.
ქალების წინდაცვეთა აშშ-ში 1996 წელს აიკრძალა. პირველი ასეთი ოპერაცია 2006 წელს დაფიქსირდა, მაშინ ეთიოპიელი ემიგრანტი გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან მან თავის 2 წლის გოგოს წინდაცვეთა გაუკეთა.
2012 წელს აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 500 ათას ქალს თუ გოგოს გაუკეთდა მსგავსი ოპერაცია ან მისი ჩატარების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.
გაეროს ცნობით, ქალთა წინდაცვეთა ძირითადად გავრცელებულია ეგვიპტეში, ეთიოპიაში და ინდონეზიაში.
imedinews.ge