ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დააფინანსებს და ჩაატარებს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი შესაძლო ვაქცინის გამოცდას,_ ამის შესახებ CNN-ს აშშ-ს ინფექიონისტმა, ენტონი ფაუჩმა განუცხადა.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Moderna– ს ვაქცინის გამოცდა ივლისში, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოკვლევა აგვისტოში, ხოლო Johnson & Johnson-ის ვაქცინის კი სექტემბერში მოხდება.
როგორც ცნობილია, ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობას დაახლოებით 30,000 ადამიანი მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კვლევის ადრეულ ეტაპზე დადასტურდება ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.



































































