ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 43 შემთხვევა ვაქცინირებულ ადამიანებს დაუფიქსირდათ.
როგორც ცნობილია, ომიკრონით ინფიცირებულებს შორის 34 სრულად აცრილი იყო, რამდენიმეს კი ბუსტერ დოზა ჰქონდა გაკეთებული.
მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები მცირეა, იზრდება შეშფოთება, რომ ვაქცინა ნაკლებ დაცვას უზრუნველყოფს.