ამერიკის შეერთებულ შტატების რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა დემონსტრანტებთან ერთად სოლიდარობის ნიშნად მუხლი მოიყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარს საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ამერიკის შეერთებული შტატების ათობით ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ის დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.