ამერიკელმა სწავლულებმა გამოიყვანეს ფორმულა, როგორ შეიძლება ქალის სიცოცხლის გახანგრძლივება: თურმე, საკმარისია, უბრალოდ, მოვინანიოთ და მოვუბოდიშოთ, თუ მოვატყუეთ ან ვაწყენინეთ. ფრაზას: „მე დამნაშავე ვარ, მაპატიე“, ქალის ორგანიზმისთვის ჭეშმარიტად სამკურნალო ეფექტი აქვს: პულსი და სისხლის წნევა გაცილებით სწრაფად ბრუნდება ნორმაში, ვიდრე ნებისმიერი წამლის მიღების შემდეგ.
სწავლულების დასკვნის თანახმად, ქალები გაცილებით ნაკლებად იტანჯებიან სტრესისგან და მათთვის გულის დაავადებათა რისკი ქვეითდება, თუ მათ თავის დროზე მოუხდიან ბოდიშს. თუმცა, ეს ქმედება მამაკაცებში საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს: ისინი გაცილებით უფრო ძლიერად იტანჯებიან, თუ მათ წინაშე ვინმე დანაშაულს აღიარებს.
ყველაფერი კი ექსპერიმენტით დამტკიცდა: ცდის პირებს შესთავაზეს მათემატიკური ამოცანა, რომლის ამოსახსნელად 5 წუთი მისცეს. მაგრამ, ორი წუთის შემდეგ, საკმაოდ უხეში ტონით, მათგან მოითხოვეს, სწრაფად ჩაეტარებინათ გამოთვლები და ასეთი ჩარევა კიდევ ორჯერ განახორციელეს. ბოლოს, ნამუშევრების ჩამორთმევის შემდეგ, თითოეულს უთხრეს, რომ მათ ცოდნა და აზროვნება არ ჰყოფნით უმარტივესი მაგალითის ამოსახსნელადაც კი. ორი წუთის შემდეგ კი ორივე სქესის ცდის პირების ნახევარს ოფიციალურად მოუხადეს ბოდიში და პატიება სთხოვეს გაუგებრობისთვის. ხოლო, მეორე ნახევარი კვლავ გაურკვევლობაში აღმოჩნდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ქალების წნევა და პულსი 20 პროცენტით უფრო სწრაფად ჩადგა ნორმაში, ვიდრე მათი, ვინც ეს ბოდიში ვერ მოისმინა. მამაკაცებისთვის კი ამ სიტუაციამ პირდაპირ საწინააღმდეგოდ იმოქმედა: ვისაც ბოდიში მოუხადეს, მონაცემები 20 პროცენტით უფრო ნელა ჩადგა ნორმაში.
მეცნიერების აზრით, ეს გამოკვლევა ადამიანებს, როგორც მინიმუმ, ოჯახის შენარჩუნებაში დაეხმარება. თუ ისინი გაითვალისწინებენ ამ რჩევას, ქმრებს შეუძლიათ, დიდი წარმატებით დაამშვიდონ თავიანთი მეორე ნახევრები, ცოლები კი პირიქით მოექცნენ.
ავტორი