აშშ-ის ქალაქ გლენდეილში შავი დათვი ერთ ქუჩას 24 საათის განმავლობაში სამჯერ ეწვია.
ერთ-ერთი სახლის გარაჟში კი მაცივრის კარის გაღებაც შეძლო.
სახლის პატრონი მიშელ ბელი ამბობს, რომ მან და მისმა ქმარმა ხმაური გაიგეს და 911-ზე დარეკეს.
მანამდე კი გარაჟში ჩუმად შეიხედეს. მათ დაინახეს, როგორ ცდილობდა დათვი მაცივრის კარის გაღებას.
“მან ვერდუგოს მთებში გაქცევამდე ყველაფერი არია”, – ამბობს მიშელ ბელი.
ავტორი