ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს შტორმ „სტელას“ ებრძვიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობაა ასევე პენსილვანიასა და მეინიში.
როგორც ცნობილია, უამინდობა სასწავლო პროცვესი შეჩერების მიზეზი გახდა, გარდა ამისა, ათასობით ავიარეისი გაუქმდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა გადადო.