26 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორ საარჩევნო უბანზე შუალედური არჩევნები გაიმართება. ამ არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ მიხეილ თავართქილაძემ საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა სამუშაოდ.
შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს _ მინდია დოლიძე „ქართული ოცნებიდან“ და რომან კალანდაძე კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“
ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, ქვენობანში 871 ამომრჩეველია, ბუკნარში კი 516. მისივე თქმით, 16 ოქტომბრისთვის საოლქოში ელოდებიან განახლებულ სიებს და მონაცემები შეიძლება მცირედით შეიცვალოს.
ასე რომ, ქვენობნის, ბასილეთის და ბუკნარის ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტში სასურველ პარტიასთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის არჩევაც მოუწევთ.
“ჩერეზ მექსიკა” სამკურნალოდ თუ სამუშაოდ _ ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი ამერიკაში წავიდა
ავტორი