ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კორონავირუსის საკონტროლებელი ფანჯარა იხურება,_ ამის შესახებ განცხადება CNN-თან ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების საკითხებში მდივანმა, ალექსი აზარმა გააკეთა.
“ეს არის ძალიან განსხვავებული და სერიოზული სიტუაცია და ჩვენთვის ფანჯარა იხურება”,_ განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ აშშ დღეს უკეთეს მდგომარეობაშია პანდემიის გადასაჭრელად, ვიდრე მანამდე, რაზეც მიუთითებს გაიზარდილი ტესტირება, ჰოსპიტალური შესაძლებლობები, პირადი დამცავი აღჭურვილობის რეზერვები და თერაპია და ვირუსის შესაძლო ვაქცინები.
მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ამერიკელები “უპასუხისმგებლოდ მოიქცევიან, არ დაიცავენ სოციალურ დისტანციას, პირად ჰიგიენას, ნიღბებს არ გაიკეთებენ ადგილებში სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, დაავადება გავრცელდება.