იმ ფონზე, როცა რუსეთმა უკრაინის საზღვარზე 100 000 სამხედრო განალაგა, აშშ ფიქრობს იმის შესახებ, საჭიროა თუ არა უკრაინაში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრების უკრაინიდან გაყვანა _ ამის შესახებ საკითხში ჩახედულ ადამიანებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg იუწყება.
განხილვის სტადიაში მყოფი გეგმის მიხედვით, უკრაინაში აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეორეხარისხოვან თანამშრომლებს შეეძლებათ, საკუთარი შეხედულებისამებრ დატოვონ ქვეყანა, დიპლომატების ოჯახის წევრებს კი უბრძანებენ, დაბრუნდნენ სამშობლოში.
წყაროს თქმით, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
Bloomberg-ის თქმით, საუბარი ევაკუაციის შესახებ არ ნიშნავს, რომ აშშ დარწმუნებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრაში _ ის უბრალოდ დაძაბულობის ფონზე სიფრთხილეს იჩენს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.