ამერიკული გამოცემა Associated Press-ი ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ არაუგვიანეს ოთხშაბათისა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ გამოაცხადებს.
როგორც გამოცემა წერს, საუბარია 30-ზე მეტ ტანკზე. მათივე თქმით, შესაძლოა, ამ ჯავშანტექნიკის მიწოდებას დიდი დრო დასჭირდეს.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტანკები შეძენილი იქნება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის მომდევნო საინიციატივო პაკეტის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული გამყიდველებისგან შეძენილი იარაღისა და აღჭურვილობის უფრო შორ მანძილზე დაფინანსებას.
Associated Press-ი წერს, რომ აშშ-ის განცხადება მოსალოდნელია იყოს გერმანიის განცხადებასთან კოორდინირებულად, რომ ის დაამტკიცებს პოლონეთის მოთხოვნას გერმანული წარმოების Leopard 2 ტანკების უკრაინაში გადაცემის შესახებ.
აქამდე, აშშ Abrams-ის ტანკების გადაცემისგან თავს იკავებდა და გადაწყვეტილებას რთული შენახვის მოთხოვნებისა და ლოგისტიკური გამოწვევებით ხსნიდა. ვაშინგტონში თვლიდნენ, რომ გერმანული Leopard-ები უკრაინისთვის უფრო პროდუქტიული იქნებოდა, რადგან მათი მართვის სისტემა უფრო მარტივია და წვრთნას ნაკლები დრო სჭირდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 11-თვიანი ომის დროს აქამდე გაგზავნილი დახმარების დიდი ნაწილი განხორციელდა ცალკეული პროგრამის მეშვეობით, რომელიც პენტაგონის მარაგებზეა დაფუძნებული, რათა იარაღი უფრო სწრაფად ჩაეტანათ უკრაინაში. მაგრამ ამ პროგრამის ფარგლებშიც კი, თვეები დასჭირდებოდა ტანკების უკრაინაში ჩასვლას და მათზე უკრაინული ძალების მომზადებას. ჯერ უცნობია, რამდენად მალე დაიწყებს აშშ უკრაინული ჯარების წვრთნას აბრამსზე და დაახლოებით რამდენად მალე შეძლებენ ისინი ბრძოლის ფრონტზე მოხვედრას.
ცნობისთვის, გერმანულმა მედია der Spiegel-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბერლინმა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს უკრაინას გადასცემს.
ავტორი