ოზურგეთში ბოლო დროს გახშირებულ ქურდობას კიდევ ერთი ფაქტი მიემატა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ბიზნესმენი ძმების _ ზურაბ და გოჩა ჩხაიძეების საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენების მამა ზაურ ჩხაიძე თბილისში იმყოფებოდა და გუშინ, სახლში დაბრუნებულს სახლი გაქურდული დახვდა.
წყაროსვე თქმით, ჩხაიძეების სახლში დამონტაჟებული იყო ვიდეოთვალი და მონიტორი, რომელიც ზაურ ჩხაიძეს მოტეხილი და წაღებული დახვდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ქურდობას გულისხმობს.