ღამის განმავლობაში შეუწყვეტელი წვიმის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტის სოფელ ასკანაში, უცებ მოვარდნილმა ნიაღვარმა, საუბნო გზები მწყობრიდან გამოიყვანა.
_ ახლა აქ ავტობუსს, რომელსაც ბავშვები სკოლაში გადაჰყავს და ასევე სამგზავრო მარშრუტით დადის, გავლა გაუჭირდება. საუბნო გზები ისედაც ძალიან დაზიანებულია. გადაუღებელმა წვიმამ კი იმდენად დააზიანა და ახალი ღრმულები გააჩინა, რომ ტრანსპორტით გავლა სარისკოა. გუშინაც იყვნენ მოსული მუნიციპალიტეტის მერიიდან და გვითხრეს, რომ მალე გაკეთდება. ახლა შაბათ-კვირაა და სკოლის დაწყებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ გრეიდერი ამოვიყვანოთ და ისე გასწორდეს წვიმისგან დაზიანებული გზა, რომ ავტობუსმა მოძრაობა შეძლოს და ბავშვების სკოლაში გადაყვანა არ შეფერხდეს. შუქი არ გამორთულა, სხვა მხრივ მშვიდობაა, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომაგგენელმა ასკანის ერთეულში გურამ ცქვიტინიძემ.