ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის მკვიდრი, კოლორიტი, საკუთარი სოფლის და სამშობლოს უსაზღვროდ მოსიყვარულე, ზაურ ჩხაიძე გარდაიცვალა.
ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. ზაურ ჩხაიძემ ქვეყანას სამი სასახელო და საიმედო შვილი გაუზარდა. ის ცნობილი ასკანელი ძმების, ზურა, გოჩა და ჯიმშერ ჩხაიძეების მამა.
ბატონი ზაური, თავისი ცხოვრების მანძილზე, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და მუდამ აკეთებდა საქვეყნო საქმეს. თუმცა მშობლიური ასკანისადმი იმდენად ფანატიკური სიყვარულით იყო განწყობილი, საუბრის დროს, ხშირად ცრემლებს ვერ იკავებდა.
სიცოცხლის ბოლო წუთამდე აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია ეჭირა და მუდამ ცდილობდა, მშობლიური ასკანის გასაძლიერებლად, რაც შეიძლება, მეტი გაეკეთებინა.
ზაურ ჩხაიძე მეგობრობდა „გურია ნიუსთან“ და ხშირად გვსტუმრობდა. საუბრობდა უამრავ საჭირბოროტო საკითხზე.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვმს და თანაუგრძნობს ზაურ ჩხაიძის ოჯახს.
ავტორი