12 ოქტომბერს, გურიაში, ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ბავშვთა ფინალურ ტურნირში გამარჯვებულთა გამოვლენის შემდეგ, ბორის პაიჭაძის ძეგლის გახსნას დაესწრებიან “დინამოსა” და “გურიის” ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებიც ძეგლის გახსნის შემდეგ გადაინაცვლებენ “ნენას” ქარხანაში, სადაც დაათვალიერებენ ქარხანას და დააგემოვნებენ “ნენას” პროდუქციას, ხოლო დასასრულს, “დინამოსა” და “გურიის” ვეტერან ფეხბურთელებს შორის გაიმართება მატჩი KTW ჯგუფის მიერ ასკანაში ახლადაშენებულ სტადიონზე.
(R)