ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მიაწოდეს ინფორმაცია.
სულ ოზურგეთში დადასტურებულია კორონავირუსის 3256 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3055 ადამიანი, გარდაცვლილია 29. ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 172 შემთხვევა, თვითიზოლაციაშია 19 ადამიანი.