ასკილი მოქმედებს ადამიანის ფერმენტულ სისტემებზე, ახდენს ორგანიზმში ადრენალინის შემცველობის სტაბილიზებას, ასტიმულირებს ადამიანის წინააღმდეგუნარიანობას ინფექციებისა და სხვა მავნე ფაქტორების მიმართ.
გარდა ამისა, დადგინდა C ვიტამინის ანტისკლეროზული მოქმედება, რაც ვლინდება მის მიერ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და სისხლძარღვთა კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების განლაგების ინჰიბირებაში. ასკილი კი C ვიტამინის ნამდვილი საბადოა.
ასკილის ნაყოფი ასევე შეიცავს P, B და E ვიტამინებს. მისი პრეპარატები ახდენს ქსოვილთა რეგენერაციის გაძლიერებას, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა გამტარობაზე. მათ აქვთ ანტიანთებითი, ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები.
ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის ნაკლებობის დროს, რაც გამოიხატება ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის დაქვეითებით. მისი დეფიციტი აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე და ხანგრძლივი ფსიქოემოციური ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია გადაიტანეს. ასევე, კარგია ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.
ავტორი