ასპინძაში, ე.წ. ერკოტის უბანში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი მეათე კლასის მოსწავლე, მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. 15 წლის გოგოს 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.
„ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში მეხანძრე–მაშველებმა ერთი პირის ცხედარი ნახეს“,– აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ. ერთ–ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.