საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია.
„ასტრაზენეკას“ ჩვენს ქვეყანაში 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებთან იყენებდნენ. გასულ კვირას გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ. სხვა ქვეყნები ჯერ თავს იკავებენ, თუმცა რისკების შეფასებისა და ანალიზის შემდეგ საბჭომ დაუჭირა მხარი, რომ ასაკობრივი ზღვარი „ასტრაზენეკაზე“ 45 წლამდე შემცირდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას 12 მაისს, დღის ბოლოდან შეძლებენ.