ასტრონავტმა პეგი უიტსონმა კოსმოსში 534 დღე გაატარა, რის შედეგადაც, მან ქალ კოსმონავტებს შორის რეკორდი დაამყარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მას რეკორდის დამყარება ამერიკის შეერთებულის შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა მიულოცეს.
როგორც ცნობილია, თეთრ სახლსა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შორის შემდგარ ვიდეო ზარში აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პეგი უიტსონის მიღწევა არის „დიდებული დღე კოსმოსურ სივრცეში ფრენის ისტორიაში“.
უოტსონის თქმით, ის ღრმა კოსმოსში ადამიანის მოგზაურობას მარსის დაგეგმილი მისიებისთვის შეისწავლიდა.