euronews-ის ინფორმააციით, ასტრონომებმა დედამიწიდან დაახლოებით 146 სინათლის წელიწადის მანძილზე პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილ პლანეტას, რომელიც დედამიწას ძალიან ჰგავს HD 137010 b დაარქვეს. წელიწადი მასზე დაახლოებით 355 დღეს შეადგენს. პლანეტა მზისგან მიღებული ენერგიის მესამედზე ნაკლებს იღებს.
HD 137010 b მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, რომელიც ჩვენს მზეზე შედარებით ცივი და მკრთალია. აქედან გამომდინარე, პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა უფრო მეტად მარსისას ჰგავს და შესაძლოა -70 გრადუსზე დაბალიც იყოს.
ეს ყველაზე ახლო პლანეტა, რომელიც პოტენციურად ვარგისია სიცოცხლისთვის, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიების დღევანდელი განვითარების ფონზე, პლანეტამდე მიღწევას ათობით ათასი წელი დასჭირდება.


























































