პორტუგალიის სანაპიროზე 400 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს _ აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხომალდთან ჩინური ფაიფურის ნამსხვრევი, ქვემეხი პორტუგალიის გერბის გამოსახულებით და კერამიკა აღმოაჩინეს.
არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ გემი 1575-სა და 1625 წლებს შორის ჩაიძირა, როდესაც ინდოეთიდან ბრუნდებოდა.
სპეციალისტ ჯორჯ ფერიერის თქმით, 400 წლის წინ ჩაძირული ხომალდის პოვნა ყველა დროის მნიშვნელოვანი მოვლენა და ათწლეულის აღმოჩენაა.